loader

თერჯოლაში გუშინ საღამოს სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თერჯოლაში გუშინ საღამოს სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა

თერჯოლაში 3 ოქტომბერს, ქალაქის ცენტრში საღამოს 7 საათისთვის სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს. "ქართული ოცნების" თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაალ გოგსაძემ ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა და შესაძლო პროვოკაციებისგან თავის არიდება ურჩია.

"თერჯოლაში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ჯარისკაცებისთვის შექმნილი სპეცუბნით მოიგო", - ამის შესახებ ზაზა გოგსაძემ დღეს "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

"ეს იყო ახალაიას საჩუქარი ბუცხრიკიძისთვის, რადგან თერჯოლაში არანაირი საჯარისო შენაერთი არ არსებობს და სპეცუბანიც არასოდეს ყოფილა. ჩვენ მოვითხოვთ ამ სპეცუბნის შედეგების გაუქმებას ან მთლიანად იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, რომელსაც სპეცუბნის ხმები შეერია", - განაცხადა ზაზა გოგსაძემ და განმარტა, რომ ეს იყო საოლქო კომისიასთან წუხელ შეკრებილი აქტივისტების მთავარი მოთხოვნა.

ზაალ გოგსაძის განცხადებით, დღეს თერჯოლაში სიმშვიდეა.