loader

ინგა გრიგოლიაზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რასაც მან ვეღარ გაუძლო - გიორგი თარგამაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინგა გრიგოლიაზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რასაც მან ვეღარ გაუძლო - გიორგი თარგამაძე

ინგა გრიგოლიაზე ზეწოლა ხორციელდებოდა ფიზიკური განადგურების მუქარებით. ინგა გრიგოლია რჩება ჩვენი გუნდის წევრად, - ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებამდე დარჩენილი 10 დღის განმავლობაში ზეწოლა უფრო და უფრო მძაფრი ხდებოდა და ამ ზეწოლამ გრიგოლიაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. მისი თქმით, როცა დრო მოვა, ინგა გრიგოლია აუცილებლად ილაპარაკებს ამაზე.

"ზეწოლა ხორციელდებოდა სატელეფონო ზარებითა და ფიზიკური განადგურების მუქარებით. სამწუხაროდ, ასეთი ბრძოლის ხერხებსაც მიმართეს ზოგიერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა. ჩვენ მათი სახელები და გვარები ვიცით", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

მისივე თქმით, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" ამ ზეწოლის მიჩუმათებას არ აპირებს.