loader

"გამარჯობა, მე ვარ რიჩარდ ნორლანდი" - ამერიკის ელჩი "ქართული ოცნების" აქციაზე ზუგდიდში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გამარჯობა, მე ვარ რიჩარდ ნორლანდი" - ამერიკის ელჩი "ქართული ოცნების" აქციაზე ზუგდიდში

ჩვენი მიზანია, ეს კვირა როგორი მშვიდობიანი ტრანსფორმაციითაც დაიწყო, ისევე დასრულდეს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ზუგდიდში, "ქართული ოცნების" აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აქციაზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება და იმიტომ, რომ სამეგრელო სპეციფიკური რეგიონია.

"ეს შესანიშნავი კვირა იყო საქართველოს ისტორიაში. დემოკრატიული არჩევნების შედეგად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა, მაგრამ პროცესი სრულად არ დასრულებულა. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში საოლქო-საარჩევნო კომისიები აგრძელებენ მუშაობას, რომ დადგინდეს, ვინ გაიმარჯვა არჩევნებში. საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალ წევრთან ერთად ვაკვირდებოდი ამ არჩევნებს და აქაც დამკვირვებლის სტატუსით ვიმყოფები. რატომ სამეგრელო?! იმიტომ, რომ ეს სპეციფიკური რეგიონია და აქ სპეციფიკური დინამიკაა. მნიშვნელოვანია ის, რაც აღნიშნა ირაკლი ალასანიამ, რომ საოლქო კომისიებში პარტიების წარმომადგენლებმა და პროფესიონალებმა გააგრძელონ მუშაობა შიშისგან თავისუფალ გარემოში. მთელი მსოფლიო უყურებს საქართველოს და იმედი აქვს, რომ ეს პროცესი მშვიდობიანად დასრულდება",- აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.