loader

აფხაზეთის მომავალი: რას აპირებს ახალი მთავრობა? - "ალ ჯაზირა" საქართველოზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აფხაზეთის მომავალი: რას აპირებს ახალი მთავრობა? - "ალ ჯაზირა" საქართველოზე

"საქართველოს ახლად არჩეული მთავრობა ცდილობს, უფრო ახლო ურთიერთობა დაამყაროს დაკარგულ ტერიტორიასთან, აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკასთან, მაგრამ აფხაზეთის მთავრობა პოლიტიკურად და ეკონომიკურად რუსეთზეა დამოკიდებული, რომელსაც საქართველოსთან დაძაბული ურთიერთობები აქვს. ეს შესაძლოა საქართველოსთვის დიდი დაბრკოლება იყოს. თუმცა მთავრობის ცვლილებასთან ერთად, რუსეთთან ურთიერთობის დათბობაც მოსალოდნელია".

"თუ საქართველო მზადაა, აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროექტები. თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვენდობით საქართველოს ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობითაც" - ამბობს "ალ ჯაზირას" კორესპონდენტთან საუბრისას აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა.