loader

შეიარაღებულმა პირებმა "გალფის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეიარაღებულმა პირებმა "გალფის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

"გალფის" ბენზინგასამართი სადგურიდან მძარცველებმა 4 500 ლარი გაიტაცეს. კახეთის გზატკეცილისა და წალენჯიხის ქუჩის კვეთაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმა დილით, დაახლოებით 07:00 საათზე მოხდა. ორმა ნიღბიანმა მძარცველმა, რომელთაგან ერთი ცეცხლსასროლი, ხოლო მეორე ცივი იარაღით იყო შეიარაღებული, ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებს სეიფის გასაღები წაართვა. თანხის მითვისების შემდეგ კი მძარცველებმა ერთ-ერთ თანამშრომელს სახეში იარაღის კონდახი ჩაარტყეს და ტერიტორია დატოვეს.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. "გალფის" მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბოლო 3 თვის განმავლობაში "გალფის" სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე ძარცვის უკვე მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.