loader

"მადლობა გმირებს" - ფოიერვერკი და ბაიკერების ესკორტი ირმა ინაშვილის დასახვედრად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მადლობა გმირებს" - ფოიერვერკი და ბაიკერების ესკორტი ირმა ინაშვილის დასახვედრად

ბრიუსელში მყოფი მედიაკავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი და "წინააღმდეგობის მოძრაობის" თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი გვიან საღამოს საქართველოში დაბრუნდნენ.

აეროპორტში მათ "ობიექტივის" მაყურებელმა, ჟურნალისტებმა და საზოგადოების სხვა წევრებმა დახვედრა მოუწყვეს. აეროპორტიდან ინაშვილმა რუსთაველის ძეგლთან გადაინაცვლა და იქ შეკრებილ საზოგადოებას შეუერთდა. მან განაცხადა, რომ საათნახევრიანი ვიდეომასალა, რომელიც მას გააჩნდა, ადვოკატისთვის არის გადაცემული. შეტანილია საჩივარი ბელგიის სასამართლოში, რის საფუძველზეც დაწყებულია გამოძიება. რაც შეეხება იმ ადამიანის სახელსა და გვარს, რომელმაც ეს სკანდალური ვიდეომასალა მიაწოდა და ყველა ამ საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს, მის თქმით, რამდენიმე დღეში საგანგებო ბრიფინგზე საჯაროდ გახმოვანდება.

იხილეთ წყარო: ინფო 9