loader

"ქართული ოცნების" ოფისთან დაღუპული ჯარისკაცის დედამ საქმის ობიექტური გამოძიება ითხოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართული ოცნების" ოფისთან დაღუპული ჯარისკაცის დედამ საქმის ობიექტური გამოძიება ითხოვა

"ქართული ოცნების" ოფისთან დღეს დაღუპული ჯარისკაცის დედა, გულნაზი ოდოშაშვილი იმყოფებოდა, რომელიც შვილის გარდაცვალების მიზეზების გამოძიებას ითხოვდა.

მისი ინფორმაციით, ჯარისკაცი გიორგი სულაშვილი 2010 წლის 31 ივლისს, სამხედრო სამსახურის დროს დაიღუპა.

"იგი ოთახში იმყოფებოდა, როდესაც ფანჯრიდან ესროლეს, შემდეგ კი ოთახში იარაღი გადაადგეს, რათა ეს თვითმკვლელობად გაესაღებინათ. სამი წელია საქმე ძიებაშია და ჯერ პასუხი ვერ მივიღე. ვითხოვ, ობიექტურ გამოძიებას და მაქვს საკუთარი ვერსიებიც, თუ რა გახდა ჩემი შვილის მკვლელობის მიზეზი და ამ ვერსიებს სამართალდამცავებს გავაცნობ", - აღნიშნა "პალიტრა ტვ"-სთან საუბარში გულნაზი ოდოშაშვილმა.

მას "ქართული ოცნების" ოფისთან მიტანილი ჰქონდა შვილის ფოტოები და ხატები და კოალიციის ლიდერებს, რომლებიც დროგამოშვებით ოფისში შედიოდნენ, საქმის ობიექტურ გამოძიებაში დახმარებას სთხოვდა.