loader

ირაკლი ღარიბაშვილი დაცვის პოლიციის თანამშრომლებს შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილი დაცვის პოლიციის თანამშრომლებს შეხვდა

"ქართული ოცნების" ოფისში შს მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი დაცვის პოლიციის თანამშრომლებს შეხვდა, რომლებმაც შეხვედრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.

მერიის დაცვის სამსახურის უფროსის, დავით ჩხიტუნიძის განცხადებით, ისინი დღეს დაცვის პოლიციის მონიტორინგის და კადრების სამმართველოს უფროსმა პაატა ნუცუბიძემ დაიბარა და განუცხადა, რომ თუ სამსახურის გაგრძელება სურდათ, 13 ოქტომბრიდან სამსახურში სამოქალაქო ფორმაში უნდა გამოცხადებულიყვნენ და ხელშეკრულება მერიის ახლად შექმნილ უსაფრთხოების სამსახურთან გაეფორმებინათ.

მისივე თქმით, ნუცუბიძე ახალ უწყებაში გადასვლის სანაცვლოდ, შედარებით მაღალ ხელფასებს დაპირდა, თუმცა როგორც ჩხიტუნიძე აცხადებს, გარანტია იმისა, რომ ამ სამსახურს ხანგრძლივად შეინარჩუნებენ, ვერავინ ვერ მისცა.