loader

თბილისში ორმა შეიარაღებულმა პირმა გამთენიისას ლომბარდი დააყაჩაღა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში ორმა შეიარაღებულმა პირმა გამთენიისას ლომბარდი დააყაჩაღა

სამართალდამცავები გაგარინის #10-ში მდებარე ლომბარდის დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილ ორ პირს ეძებენ. როგორც "პალიტრა ტვ"-სთან საუბრისას ლომბარდის ოპერატორმა დიანა ქარელიძემ განაცხადა, ლომბარდის დაყაჩაღება გამთენიისას, 04:00 საათზე მოხდა. ქარელიძის განცხადებით, ლომბარდში ორი პიროვნება შევიდა და მოლარე ოპერატორს ლომბარდში ლეპტოპის ჩაბარება სთხოვა.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე მივიდა კრიმინალური პოლიცია, შეამოწმეს ლომბარდის ტერიტორია და აიღეს თითის ანაბეჭდები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.