loader

ახალშობილი, რომელიც ექიმებმა მორგში გადააგზავნეს, ცოცხალი აღმოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალშობილი, რომელიც ექიმებმა მორგში გადააგზავნეს, ცოცხალი აღმოჩნდა

ულან-უდეში შოკისმომგვრელი შემთხვევა დაფიქსირდა: ბავშვი, რომელიც ექიმებმა მკვდრად გამოაცხადეს და მორგში გააგზავნეს, ცოცხალი აღმოჩნდა.

ახალშობილის დედამ ექიმებს ძლიერი მუცლის ტკივილების ჩივილით მიმართა. ტკივილები მუცლის მოშლის შედეგი აღმოჩნდა. ნაყოფი მე-20 კვირას დაიბადა, რის გამოც ექიმებმა ჩათვალეს, რომ ის ჯერ ისევ განუვითარებელი იყო და მორგში გადააგზავნეს.

როდესაც პროზექტურის თანამშრომლები მიხვდნენ, რომ ახალშობილი ცოცხალი იყო, სასწრაფოდ გაგზავნეს რეანიმაციულ განყოფილებაში. ამჟამად პატარას მდგომარეობა მძიმეა.