loader

ორთაჭალის ციხის პატიმარი პროტესტის ნიშნად სახურავზე ავიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორთაჭალის ციხის პატიმარი პროტესტის ნიშნად სახურავზე ავიდა

ორთაჭალის N12-ე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმარი პროტესტის ნიშნად სახურავზე ავიდა. პატიმრის თქმით, ციხეში არაფერი შეცვლილა და მისი უფლებები ირღვევა. იგი არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველისა და ტელევიზიების მისვლას მოითხოვდა.

"პროკურატურა, სახალხო დამცველი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - ვინც აწარმოებს კონტროლს, ყველა მოვიდეს. არ გენდობით, ჩამოვალ უარესს მიზამთ" - ყვიროდა პატიმარი სახურავიდან. ადგილზე გამოცხადდნენ სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, თუმცა მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები მივიდნენ, პატიმარი სახურავიდან საკუთარი ნებით ჩამოვიდა.

ინფო 9