loader

საპილიგრიმო ქალაქი ლურდესი წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად დაიტბორა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპილიგრიმო ქალაქი ლურდესი წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად დაიტბორა

ევროპაში მომლოცველთა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი, ფრანგული ქალაქი ლურდესი წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად დაიტბორა. ლურდესი იმითაა ცნობილი, რომ 1858 წელს აქ გლეხის გოგონას ქალწული მარიამი გამოეცხადა. მოგვიანებით რომის კათოლიკურმა ეკლესიამ სასწაული სარწმუნოდ სცნო და ლურდესი საპილიგრიმო ქალაქად დააკანონა. ოფიციალური ცნობებით, გასულ წელს ლურდესს 6 მილიონზე მეტი მომლოცველი ეწვია.

დაახლოებით 500 მომლოცველი, რომელიც ამ დროს ლურდესში იმყოფებოდა, ამჟამად ევაკუირებულია. წყალმა დაფარა ასევე ქალწული მარიამის გამოცხადების ადგილი. ერთადერთი ადგილი, სადამდეც წყალმა ვერ მიაღწია, ბორცვზე აგებული ბაზილიკაა, რომელიც ქალაქს ზემოდან გადმოჰყურებს. ადგილობრივების განცხადებით, ასეთი სიმძლავრის წყალდიდობა ქალაქში არავის ახსოვს.