loader

არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე მაღალჩინოსანი დარჩეს თანამდებობაზე - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე მაღალჩინოსანი დარჩეს თანამდებობაზე - ირაკლი ღარიბაშვილი

არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე მაღალჩინოსანი დარჩეს თანამდებობაზე, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში. მან კუდ-სა და სოდ-ში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასა და პოლიტიკისგან სისტემის გათავისუფლებაზე ისაუბრა.

ღარიბაშვილმა საზოგადოების აზრის გათვალისწინებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავარია, მოხდეს სისტემის გაჯანსაღება.

"ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად შეურიგებელნი კრიმინალთან ბრძოლაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. კეთილსინდისიერ თანამშრომლებს მან სამსახურის შენარჩუნება, ხოლო ყველა იმ თანამშრომელს, რომელსაც დაუდასტურდება კრიმინალი, თანამდებობის დატოვება და დასჯა აღუთქვა.