loader

მამია სანადირაძე "კავკასუს ონლაინის" გასხვისების ფაქტის გამოძიებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამია სანადირაძე "კავკასუს ონლაინის" გასხვისების ფაქტის გამოძიებას ითხოვს

"კავკასუს ონლაინის" ყოფილი დამფუძნებელი მამია სანადირაძე კომპანიის იძულებითი გასხვისების ფაქტის გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს.

მისი თქმით, განცხადებას შეიტანს პროკურატურაში და შს სამინისტროში მას შემდეგ, რაც იქ ახალი ხელმძღვანელი პირები დაინიშნებიან და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.

მამია სანადირაძემ აღნიშნა, რომ იძულებული იყო, 2000 წელს მის მიერ დაფუძნებული კომპანია 2010 წლის მარტში "ჯიემსი ჯგუფზე" 50%-იანი წილი გაესხვისებინა. იგი კომპანიაში წილის 80%-ს ფლობდა. აღნიშნულის მიზეზად სანადირაძე 2009 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელებულ ზეწოლებს და დაჯარიმებებს ასახელებს. ასევე, სანადირაძე დაადანაშაულეს ინტერნეტის იაფად გაყიდვაში, რის გამოც ბიუჯეტის სასარგებლოდ 11 მილიონი ლარი უნდა გადაეხადა და ამ ჯარიმით მას საგადასახადო სიტყვიერად დაემუქრა.

სანადირაძემ აღნიშნა, რომ "ჯიემსი ჯგუფთან" გასხვისების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კომპანიაზე ზეწოლა მოიხსნა.

მისივე განცხადებით, კომპანიაზე ზეწოლა 2009 წლის გაზაფხულის შემდეგ დაიწყო, როდესაც მათთან შს სამინისტროს წარმომადგენელი, ვინმე ბორია მანტიჩაშვილი მივიდა და კომპანიის ბოჭკოვან ქსელში სპეციალური აპარატურის დადგმა მოსთხოვა, რომლითაც "იმეილების" და ინტერნეტინფორმაციის გაკონტროლება და კოპირება უნდა მომხდარიყო.