loader

გახმაურებული მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები - გია გვიჩიანი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გახმაურებული მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები - გია გვიჩიანი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს

10 წლის წინ "ეი-ი-ეს თელასის" ფინანსური დირექტორი, ნიკა ლომინაძე მოკლული იპოვეს.

ნიკა ლომინაძის მკვლელობის შეკვეთის ბრალდებით დაკავებული "ეი-ი-ეს თელასის" გენერალური დირექტორი გია გვიჩიანი დღეს მისი დაკავების ფაქტზე საუბრობს და იმ მაღალჩინოსნების გვარებს ასახელებს, რომლებიც მის დაკავებაში მონაწილეობდნენ.

გვიჩიანი საკუთარ კაბინეტში 2006 წელს, ნიკა ლომინაძის მკვლელობიდან 4 წლის შემდეგ დააკავეს. ჟურნალისტები "თბილგაზის" შენობასთან დილის 09:00 საათზე ჯერ კიდევ არგანხორციელებული სპეცოპერაციის გადასაღებად შეიკრიბნენ. ზუსტად 2 საათში გვიჩიანს სოდის თანამშრომლებმა ხელბორკილები დაადეს.

ის, რომ გვიჩიანის, როგორც მკვლელობაში ბრალდებულის დაკავება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გადაფარვის მცდელობა იყო, ამაზე დაკავებულის ძმა საუბრობს.

გარდაცვლილი ნიკა ლომინაძის ოჯახის წევრები გვიჩიანს მკვლელობის უშუალო მონაწილედ არ თვლიან, თუმცა ფიქრობენ, რომ დაკავებულს შეუძლია დაასახელოს ის ადამიანები, რომლებმაც "ეი-ი-ეს თელასის" ფინანსური მენეჯერი მოკლეს.

გია გვიჩიანმა ციხეში უკვე ექვსი წელი გაატარა. მას უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. გვიჩიანი დღეს საქმის თავიდან გადახედვის და ობიექტური გამოძიების მოლოდინშია.