loader

ბატონო კახა, "მილანის" მწვრთნელს ოდესმე უთქვამს, მოდი, ხვალ კარებში ჩადექიო?! - დავით ბაქრაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბატონო კახა, "მილანის" მწვრთნელს ოდესმე უთქვამს, მოდი, ხვალ კარებში ჩადექიო?! - დავით ბაქრაძე

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იმედს გამოთქვამს, რომ ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატი კახი კალაძე სფეროს შეისწავლის და საქართველოში სიბნელე არ იქნება. როგორც საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას ბაქრაძემ განაცხადა, საკომიტეტო მოსმენებზე ცალკეულ მინისტრებსა და პროგრამებს შორის შეუსაბამობა გამოჩნდა.

"ბატონო კახა, "მილანის" მთავარ მწვრთნელს თქვენთვის ოდესმე უთქვამს, რომ კახი, ნიჭიერი ფეხბურთელი ხარ და მოდი, ხვალ დაცვის მაგივრად, კარში ჩადექი, იყავი მეკარე და ერთ თვეში ბურთის დაჭერას გასწავლითო?! ეს ხომ არ არის სწორი პრინციპი? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ასეთი პრინციპით თქვენთვის იმ სფეროს ჩაბარება, რომელიც არ იცით, პირველ რიგში, თქვენთვის არის პრობლემური", - მიმართა კახი კალაძეს დავით ბაქრაძემ.