loader

მაია ფანჯიკიძემ საგარეო საქმეთა სამინისტრო გადაიბარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაია ფანჯიკიძემ საგარეო საქმეთა სამინისტრო გადაიბარა

საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი მაია ფანჯიკიძე სამინისტროში მივიდა. მას ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე შეხვდა.

კოლეგები ჯერ პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი გაიმართა გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტის თავმჯდომარეები დაესწრნენ.

"საგარეო პრიორიტეტები არ იცვლება და ეს იქნება ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება აშშ-სთან, კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება უშუალო მეზობლებთან და დიალოგის დაწყების მცდელობა რუსეთის ფედერაციასთან", - აღნიშნა ფანჯიკიძემ შეხვედრის შემდეგ.

ამასთან, ახალმა მინისტრმა დღეს სამი მოადგილე დაასახელა. პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი იქნება, რომელიც 18 წელი მუშაობდა ამ უწყებაში და შემდეგ პოლიტიკური მიზეზების გამო მოუწია სამინისტროს დატოვება; ფანჯიკიძის მეორე მოადგილე იქნება გუგა ხელაია, ფინანსისტი და ეკონომისტია და სამინისტროში შესაბამისი საკითხების კურირება დაევალება; ამასთან, ფანჯიკიძემ პოსტზე დარჩენა შესთავაზა ყოფილი მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის მოადგილეს, ნიკოლოზ ვაშაკიძეს, რომელიც შეთავაზებას დათანხმდა.

ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ კი მადლობა გადაუხადა სტრუქტურის თანამშრომლებს, რომლებთან ერთადაც ოთხი წელი მუშაობდა და ახალ მინისტრსა და მის გუნდს წარმატება უსურვა.