loader

"მშვიდობის დასაცავად მუდმივად უნდა ვიყოთ საბრძოლო მზადყოფნაში" - ალასანია თავდაცვაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მშვიდობის დასაცავად მუდმივად უნდა ვიყოთ საბრძოლო მზადყოფნაში" - ალასანია თავდაცვაში

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობასთან პირველი შეხვედრა გამართა და მათ თავდაცვის სფეროს განვითარების გეგმა გააცნო.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მისი მიზანი თითოეული ჯარისკაცის უფლებების დაცვა და ქართული არმიის სწრაფ, მობილურ, მოქნილ და ბრძოლისუნარიან სტრუქტურად ჩამოყალიბებაა.

გარდა ამისა, ირაკლი ალასანიამ კიდევ ერთხელ, პრიორიტეტად დაასახელა თავდაცვის სფეროს დეპოლიტიზება და აღნიშნა, რომ სამხედრო სტრუქტურები ყოველგვარ პარტიულ ინტერესებს სრულად უნდა გაემიჯნონ. მისი განცხადებით, პირველს, რასაც ამ მიზნის მისაღწევად გააკეთებს, იქნება ის, რომ თავად დატოვებს "თავისუფალ დემოკრატებს".

ახალი მინისტრი ორშაბათს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით, მინისტრის მოადგილეებს დაასახელებს.

ამასთან, როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, პირველ ეტაპზე სამინისტროში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.