loader

მალხაზ გულაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მალხაზ გულაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

ჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმა დღეს საპატიმრო დატოვა. როგორც ორთაჭალის ციხიდან გამოსულმა მალხაზ გულაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა , "დასრულდა მისი და მისი ოჯახის უკანონო ტანჯვა". მისი თქმით, ის სააკაშვილის პირადი პატიმარი იყო და დაპატიმრება ტელეკომპანია "კავკასიაში" "მოწყობილმა ბინძურმა პროვოკაციამ გამოიწვია".

გულაშვილის თქმით, ციხეში ის უკანონოდ იმყოფებოდა და მის დაკავებას აუცილებლად გაასაჩივრებს. მისი განცხადებით, საპყრობილეში ძალიან ბევრი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ზოგიერთ მათგანს გადაადგილებაც უჭირს. მალხაზ გულაშვილის თქმით, იგი ამ პატიმრებზე მუშაობას აუცილებლად გააგრძელებს და მოითხოვს, რომ აღნიშნულმა პატიმრებმა საპყრობილეები დატოვონ.

გულაშვილის განცხადებით, პირადად მასზე ფიზიკური ზეწოლა არ მომხდარა, თუმცა, მუდმივად ჰქონდა ადგილი ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ მის გვერდით სხვა პატიმრებს სცემდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.


ავტორი: ლექსო დუჩიძე