loader

ბიძინა ივანიშვილის პირველი სამუშაო დღე კანცელარიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილის პირველი სამუშაო დღე კანცელარიაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. პრემიერი სახელმწიფო კანცელარიაში იმყოფება და, როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, დღის სამუშაო გრაფიკი საკმაოდ დატვირთული აქვს.

მისი განმარტებით, დღის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრაა დაგეგმილი, რის შემდეგაც უკვე 15:00 საათზე მთავრობის სამუშაო სხდომა გაიმართება.

"ყველა სამინისტროს დაკომპლექტება უნდა დასრულდეს, მოადგილეები უნდა დავამტკიცოთ. ამის შემდეგ მომზადდება გრაფიკი, თუ რა არის პირველ რიგში გასაკეთებელი. ამ პროცესს დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ამ პროცესის დასრულების შემდეგ, დაახლოებით ორი კვირის თავზე არ არის გამორიცხული, საზღვარგარეთ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი შედგეს.