loader

იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო უწყებების კომპიუტერული ქსელის მართვაზე უარს ამბობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო უწყებების კომპიუტერული ქსელის მართვაზე უარს ამბობს

იუსტიციის სამინისტრო უარს ამბობს პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სხვადასხვა სამინისტროს ქსელებისა და სერვერების მართვაზე. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა, უწყებაში დახვდა ზურაბ ადეიშვილის მემკვიდრეობა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ენერგეტიკის, სპორტისა და ახალგაზრდობისა და სხვა სამინისტროების პროგრამული უზრუნველყოფის, ქსელებისა და კომპიუტერების მართვას გულისხმობს.

"ქვეყნის სწორი სახელმწიფოებრივი განვითარება მოითხოვს, რომ ხელისუფლების არც ერთი შტო არ დაექვემდებაროს მეორეს. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, შეწყდეს იუსტიციის სამინისტროს მიერ პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო უწყებების პროგრამული მომსახურების, ქსელებისა და კომპიუტერების მართვა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას სჭირდება დრო, რაც გარკვეულ ტექნოლოგიურ გადაწყობასთან არის დაკავშირებული. იუსტიციის სამინისტროს წინასწარი გათვლებით, გადაბარების ეს პროცესი მხოლოდ პარლამენტის შემთხვევაში დასაწყისისთვის 400 000 ლარის ინვესტირებას მოითხოვს, ხოლო შემდეგ წლიურად დაახლოებით 800 000 ლარის ხარჯი იქნება, რათა ჯერ დაბრუნდეს მონაცემთა ბაზები და უზრუნველყოფილი იყოს ქსელების დამოუკიდებლად მართვა.