loader

ჯაბა სამუშია სამარშრუტო ტაქსების ტენდერის შედეგების გადახედვას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯაბა სამუშია სამარშრუტო ტაქსების ტენდერის შედეგების გადახედვას ითხოვს

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, "ქრისტიან-დემოკრატი" ჯაბა სამუშია სამარშრუტო ტაქსების ტენდერის შედეგების გადახედვას ითხოვს.

ამასთან დაკავშირებით ჯაბა სამუშიამ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე მერიის მიერ 2011 წლის იანვარში ჩატარებული ტენდერის დოკუმენტაცია წარმოადგინა.

მისი განცხადებით, ტენდერში შვიდი კომპანია მონაწილეობდა, თუმცა მათგან ოთხმა ისეთმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომელთაც არ ჰქონდათ მოძრავი საშუალებები - ინვესტიციისათვის ამ სფეროში საჭირო იყო 80-100 მილიონი ლარი. გამარჯვებულ კომპანიას კი საწესდებო კაპიტალად ანგარიშზე ჰქონდა მხოლოდ 100-100 ლარი. ოთხივე კომპანიას არასდროს ჰქონია ამ ბიზნესში მუშაობის გამოცდილება.

ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ ტენდერში გამარჯვებული 4 კომპანია დაახლოებით ერთ თვეში ერთ კომპანიად - "თბილისის მიკროავტობუსად" ჩამოყალიბდა და დედაქალაქის მიკროავტობუსების სამარშრუტო სფეროში მონოპოლისტად იქცა.

საკრებულოს წევრი მომხდარში თბილისის მერიას ადანაშაულებს და ითხოვს, ტენდერის შედეგები პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ან საკრებულოში ამ მიზნით შექმნილმა კომისიამ გამოიძიოს.

სამუშიას განცხადებას გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კოკი იონათამიშვილი. იგი მიიჩნევს, რომ სამარშრუტო ტაქსების ტენდერის შედეგების გადახედვა საჭირო არ არის.

იონათამიშვილის განცხადებით, ტენდერი საჯაროდ ჩატარდა და მასში საკრებულოს ოპოზიციური დეპუტატებიც მონაწილეობდნენ.