loader

რუსთავის #16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაძაბულობაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავის #16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაძაბულობაა

რუსთავის #16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაძაბული მდგომარეობაა. დაწესებულებასთან შეკრებილი პატიმართა მშობლები და ახლობლები საპატიმროს ახლად დანიშნულ დირექტორთან შეხვედრას მოითხოვენ.

პატიმართა ახლობლები კარებზე აბრახუნებენ და დირექტორთან შეხვედრას ითხოვენ, რათა საპატიმროში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია დირექციისგანაც მიიღონ. როგორც პატიმართა ახლობლები აცხადებენ, მათ ტელეფონით დაუკავშირდნენ პატიმრები და განუცხადეს, რომ მათზე უკვე დაიწყო ზეწოლა და დაშინება.

შენობაში მყოფი პატიმრები ყვიროდნენ, რომ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც საპატიმროში ახალი ხელმძღვანელობა მივიდა.

ადგილზე იმყოფება ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი ხათუნა გაგნიძე, რომელსაც პატიმრებმა მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ციხის ადმინისტრაციას, ახალ ხელმძღვანელობასა და პატიმრებს შორის გუშინ მოხდა დაპირისპირება, რის გამოც ორი პატიმარი კარცერშია გადაყვანილი.