loader

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ოჯახი და წამების შედეგად მიღებული აღიარება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ოჯახი და წამების შედეგად მიღებული აღიარება

2009-2010 წლები. თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის მცდელობას აქვს ადგილი. მთავარი ტერორისტი გოგიტა არქანიაა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში მუშაობდა, იბრძოდა ერაყსა და ავღანეთში. არშემდგარი ტერორისტული აქტების უკან საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციას ხედავს.

არგანხორციელებული ტერორისტული აქტის აღიარებითი ჩვენება გოგიტა არქანიამ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ გააკეთა. ამაზე ბრალდებულის ადვოკატი ჯონი ქობალია საუბრობს და მასზე ზეწოლის სხვადასხვა ფორმაზე ამახვილებს ყურადღებას.

არქანიების ოჯახიდან გოგიტა ერთადერთი არ არის, ვინც სამართალდამცავებმა ტერაქტის შემდეგ დააკავეს. დანაშაულის დაფარვის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ძმა, რძალი და მისი ძმაც დააკავეს.

ჯავახიშვილის ქუჩა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისთან, მუხიანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია, თბილისის რკინიგზის სადგური, ხობის რაიონის სოფელი ჭალადიდი - ეს იმ ადგილების ჩამონათვალია, სადაც ტერორისტული აფეთქებები იგეგმებოდა.

ტერაქტი, რომლის უკანაც რუსეთის კვალს ხედავდნენ, დღეს არადამაჯერებელია. დადგმული სცენარი - ასე აფასებენ უფლებადამცველები არქანიას საქმეს და მაღალჩინოსნებს ადებენ ხელს.