loader

"სტერეო პლიუსის" ოფისი გაძარცვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სტერეო პლიუსის" ოფისი გაძარცვეს

გეოფიზიკის ინსტიტუტში განთავსებული შპს "სტერეო პლიუსის" ოფისი გაძარცვეს. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს. როგორც "პალიტრა ტვ"-ს შპს "სტერეო პლიუსის" დირექტორის მოადგილე გიორგი ხითარიშვილმა განუცხადა, წაღებულია ნივთები.

შპს "სტერეო პლიუსს" ჰყავს მეიჯარეები, მათ შორის, "ჯეოსელი" და "მაგთი", ასევე, "სილქნეტი". გიორგი ხითარიშვილის თქმით, ძარცვა სავარაუდოდ დევნილების მიერ განხორციელდა, რომლებიც გეოფიზიკის შენობაში რამდენიმე დღის წინ ჩასახლდნენ.