loader

"ძირს ქობულეთის საკრებულო" - რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძირს ქობულეთის საკრებულო" - რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

ქობულეთის საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ქობულეთის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსფარანტით - "ძირს ქობულეთის საკრებულო", საკრებულოს ყოფილმა წევრებმა "ნაციონალური მოძრაობიდან" ნათელა ხარაზმა და თეიმურაზ აფხაზავამ აქცია გამართეს.

"ქობულეთის საკრებულო დღემდე სააკაშვილ-ვარშალომიძის მიერ ქობულეთელების ქონების დატაცების "გამპრავებელია". მოგიწოდებთ, თქვენი ხელმოწერებით უნდობლობა გამოვუცხადოთ სააკაშვილ-ვარშალომიძის კლანური მმართველობის საყრდენს, ქობულეთის საკრებულოს", - აღნიშნულია მოსახლეობისადმი მიმართვაში.

საკრებულოს გადადგომის და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით დაწყებული ხელმოწერების აქციას საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე, თენგიზ მეგრელიძე გამოეხმაურა. მეგრელიძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობის დაცვით უნდა მოხდეს საკრებულოს არჩევნების ჩატარება.