loader

ბაჩო ახალაია დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაჩო ახალაია დააკავეს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის III ნაწილის საფუძველზე დააკავეს, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, - ამის შესახებ პროკურატურასთან მყოფ ჟურნალისტებს ახალაიას ადვოკატმა დავით დეკანოიძემ განუცხადა.

ადვოკატის განმარტებით, დაკითხვისას შეკითხვები, ძირითადად, შეეხებოდა ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდს. საუბარი იყო თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებზე, სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლების ფაქტებზე და ამ მხრივ უფლებამოსილების გადამეტებაზე, რაც ადვოკატის თქმით, ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებაა.

თავის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც ახალაიას დაკავებას უსაფუძვლოდ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში, ბაჩო ახალაიას დაკითხვის პროცესის მიმდინარეობისას, პროკურატურის შენობასთან იმყოფებოდნენ.

იხილეთ: "აბსურდია ის ბრალდებები, რასაც მიყენებენ" - ბაჩო ახალაია "რუსთავი 2"-ს ქუთაისში ესაუბრა