loader

ერთადერთი სამართლებრივი ნაბიჯი ახალი მთავრობისგან ამ პირების გათავისუფლებაა - გიგა ბოკერია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთადერთი სამართლებრივი ნაბიჯი ახალი მთავრობისგან ამ პირების გათავისუფლებაა - გიგა ბოკერია

უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში "საგანგაშო მოვლენა" უწოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიასა და გენერალური შტაბის უფროსის, გიორგი კალანდაძის დაკავებას.

"სახეზეა პროკურატურის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ყველა ნიშანი. კალანდაძის შემთხვევაში სახეზე გვქონდა გაცხადებული ამოცანა, რომ ის უნდა ჩანაცვლებულიყო კაპანაძით, იმის მიუხედავად, რომ ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა. ამაზე როდესაც უარი მიიღეს, ვნახეთ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნით მოხდა 2008 წლის ომის გმირის ჩამოცილება და დაკავება. ბაჩო ახალაიას შემთხვევაში, იგი თავად ჩამოვიდა საქართველოში და თავისი ფეხით მივიდა პროკურატურაში. მათი დაკავების არანაირი საფუძველი არ არსებობდა" - აღნიშნა ბოკერიამ.