loader

სასამართლოში შესაძლოა, ფოტო და ვიდეოგადაღება ისევ დაუშვან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასამართლოში შესაძლოა, ფოტო და ვიდეოგადაღება ისევ დაუშვან

სასამართლოში შესაძლოა, ფოტო და ვიდეოგადაღება ისევ დაუშვან, - ამის შესახებ კანონში ცვლილების ინიციატივით იუსტიციის სამინისტრო გამოდის.

კანონპროექტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია, უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერა. გარდა ამისა, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ფოტო-ვიდეოგადაღების უფლება ასევე შეუზღუდავად შეეძლება "საზოგადოებრივ მაუწყებელს".

"საზოგადოებრივი მაუწყებელი" უფლებამოსილია, შეუზღუდველად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო და აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია, გარდა იმ შემთხვევისა, რაზედაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. სასამართლოს თანხმობით, უფლებამოსილება ასევე გააჩნიათ მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. ეს უფლება შესაძლოა, შეიზღუდოს სასამართლოს მოტივირებული განაჩენით", - ნათქვამია კანონპროექტში, რომლის მიხედვითაც ცვლილება "საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში" უნდა შევიდეს.