loader

ბაჩო ახალაია გლდანის ციხეში ცალკე საკანშია მოთავსებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაჩო ახალაია გლდანის ციხეში ცალკე საკანშია მოთავსებული

სასჯელაღსრულების გლდანის #8 დაწესებულებაში ბაჩო ახალაია სამარტოო საკანშია მოთავსებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაწესებულებასთან სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ გიორგი გიორგაძემ განუცხადა. მისი თქმით ბაჩო ახალაიას უსაფრთხოება კანონით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად დაცული იქნება.

ამასთან, ახალაია თანახმაა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მის აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდეს.

ახალაიამ ხელი მოაწერა საჩივარს, რომელიც მასთან ადვოკატებმა შეიტანეს. როგორც ადვოკატებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, პროცედურულად საჩივარზე ახალაიას ხელმოწერის შემდეგ განაცხადი გადაეგზავნება თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც საქმესთან ერთად მასალებს სააპელაციო სასამართლოს გადაუგზავნის.

სააპელაციო სასამართლო კი ბაჩო ახალაიას საჩივარს შეტანიდან 72 საათის განმავლობაში განიხილავს. საჩივრის მოთხოვნაა, რომ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ადვოკატების განცხადებით, თუ სააპელაციო სასამართლო დადებით გადაწყვეტილებას გამოიტანს, ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიება გირაოს თანხით განესაზღვრება, ან მოხდება მისი თავდებით გათავისუფლება.