loader

ბაჩო ახალაიას - პატიმრობა, გიორგი კალანდაძეს 10-ათასლარიანი გირაო შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაჩო ახალაიას - პატიმრობა, გიორგი კალანდაძეს 10-ათასლარიანი გირაო შეეფარდა

გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს, გიორგი კალანდაძეს აღარ დააპატიმრებენ და ის გირაოს სახით 10 ათას ლარს გადაიხდის. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ დააკმაყოფილა კალანდაძის ადვოკატის შუამდგომლობა, რომ აღმკვეთ ღონისძიებად კალანდაძის მიმართ გამოყენებულიყო გირაო 10 ათასი ლარის ოდენობით.

რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, ამ შემთხვევაში მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ახალაიას ადვოკატის შუამდგომლობა და მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ავტორი: ლექსო დუჩიძე