loader

"თქვენ რომ უსაფრთხოდ გძინავთ, მისი დამსახურებაა" - ბაჩო ახალაიას მეუღლე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენ რომ უსაფრთხოდ გძინავთ, მისი დამსახურებაა" - ბაჩო ახალაიას მეუღლე

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის თქმით, ახალაია არსებული ხელისუფლების პირადი პატიმარია. როგორც "პალიტრა ტვ"-ს ანი ნადარეიშვილმა განუცხადა, ახალაია იმისთვის ისჯება, რომ იგი უზრუნველყოფდა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას. მისი თქმით, ბაჩო ახალაიას დამსახურებაა ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ და მათ საკუთარი შვილების ქუჩაში გასვლის არ ეშინოდათ.

ახალაიას მეუღლის განცხადებით, #7 დაწესებულებაში ბაჩო ახალაიას უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ნადარეიშვილი განმარტავს, რომ ახალაია, რომელიც წლების მანძილზე ქურდებს ებრძოდა, დღევანდელმა ხელისუფლებამ ქურდებთან ერთად საპატიმროში მოათავსა და მის სხვა დაწესებულებაში სასწრაფო გადაყვანას მოითხოვს.

იხილეთ: "არ ვიტირო, აბა? ასე დაუფასეს დამსახურება?!" - ბაჩო ახალაიას ყოფილი თანაშემწე

ავტორი: ლექსო დუჩიძე