loader

"ნაციონალები" ბაჩო ახალაიასთან ულიმიტო შესვლის უფლებას ითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაციონალები" ბაჩო ახალაიასთან ულიმიტო შესვლის უფლებას ითხოვენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ბაჩო ახალაიასთან ულიმიტო შესვლის უფლებას ითხოვენ, - ამის შესახებ განცხადება სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებასთან საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ულიმიტოდ შესვლის უფლება უნდა მიეცეს რამდენიმეკაციან ჯგუფს. ამასთან, როგორც აკაკი მინაშვილმა განმარტა, თუ სასჯელაღსრულების სამინისტრო ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, "რიგი ნაბიჯები იქნება გადადგმული უმცირესობის მხრიდან".

მინაშვილის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას ინტენსიურად აწვდიან.

ავტორი: ლექსო დუჩიძე