loader

"დარწმუნებული ვარ, ვიპოვით სამართალს" - ინტერვიუ გიორგი კალანდაძის ადვოკატთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დარწმუნებული ვარ, ვიპოვით სამართალს" - ინტერვიუ გიორგი კალანდაძის ადვოკატთან

ადვოკატ გოგიტა გაბაიძეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი გენერალ გიორგი კალანდაძის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარება და აცხადებს, რომ ბრალდების მხარემ - პროკურატურამ ის უკანონოდ დააკავა. ადვოკატის განცხადებით, მაღალჩინოსანი სამხედრო პირის თანამდებობიდან გათავისუფლებაც უკანონოდ მოხდა, რადგან აღნიშნული ქმედება პრეზიდენტის პრეროგატივაა.

თავად გიორგი კალანდაძემ ტელეინტერვიუს მიცემაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში, მოვლენების განვითარების მიხედვით, "პალიტრა ტვ"-სთან ექსკლუზიურად ისაუბრებს.

ადვოკატს ინტერვიუს დროს არც ის დაუმალავს, რომ სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღო.