loader

ირაკლი ალასანია ფილიპ გორდონს შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანია ფილიპ გორდონს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დღეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ გორდონს შეხვდა.

მხარეებმა აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებზე და ავღანეთში ISAF-ის საერთაშორისო მისიაში საქართველოს მონაწილეობაზე ისაუბრეს.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველო კვლავ რჩება აშშ-ის სანდო პარტნიორად და მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიო უსაფრთხოებაში.

ამასთან, როგორც საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში მისიის დასრულებამდე დარჩებიან და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგ პოსტ ISAF-ის პერიოდშიც დაეხმარებიან. თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა.
ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2013 წლის პირველ ნახევარში დაგეგმილ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტს საქართველოში და ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სტარტეგიულ პარტნიორობაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან.