loader

"ჩვენს ბაზაში, ფაქტობრივად არ არსებობს თანამდებობის პირი, ვისი სახელიც არ ფიგურირებს" - არჩილ კბილაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენს ბაზაში, ფაქტობრივად არ არსებობს თანამდებობის პირი, ვისი სახელიც არ ფიგურირებს" - არჩილ კბილაშვილი

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი უახლოეს მომავალში რომელიმე თანამდებობის პირის შესაძლო დაკავების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ "პროკურატურის მონაცემთა ბაზაში ფაქტობრივად არ არსებობს თანამდებობის პირი, რომლის სახელი არ ფიგურირებდეს". ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა სასტუმრო "რედისონში" ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ჩვენს მონაცემთა ბაზაში ფაქტობრივად არ არსებობს თანამდებობის პირი, რომლის სახელიც არ ფიგურირებდეს. უბრალოდ, სანამ არ შევისწავლით, არ გამოვიკვლევთ და არ მივალთ იმ აზრამდე, რომ განცხადებებში მოყვანილი მონაცემები სინამდვილის შესაბამისია, მანამდე ვერც დადასტურებას ვაკეთებთ და ვერც უარყოფას", - აღნიშნა კბილაშვილმა.

ასევე, მთავარი პროკურორი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს დღეებში დაკავებულ პირებთან დაკავშირებით დამატებითი ეპიზოდებიც გაჩნდეს.