loader

გიორგი ფოჩხუას ოჯახი მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი ფოჩხუას ოჯახი მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვს

მსახიობ გიორგი ფოჩხუას ოჯახი ახალ მთავრობას და მთავარ პროკურორს მკვლელობის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავს. როგორც გიორგი ფოჩხუას დამ, ელენე ფოჩხუამ განაცხადა, ამ მოთხოვნით ისინი აპირებენ პროკურატურას მიმართონ. მისი განმარტებით, არის ძალიან ბევრი დეტალი, რომელიც ოჯახისთვის გაურკვეველია. ერთ-ერთი ასეთი დეტალია ის, რომ როდესაც გიორგი ფოჩხუას გვამი ზუგდიდში კლინიკაში მიასვენეს, პირველადი დათვალიერების შედეგად ექსპერტიზამ თქვა, რომ გიორგის არ ჰქონდა არც ერთი გრამი წყალი გადაყლაპული, ხოლო როდესაც მოვიდა ექსპერტიზის საბოლოო პასუხი, იქ ეწერა, რომ ცხედარი იყო გარდაცვლილი წყლის შედეგად.

მისივე განცხადებით, ვრცელდება უამრავი ჭორი გიორგი ფოჩხუას მკვლელობასთან დაკავშირებით. "არის საუბარი, რომ ბექა ცობეხია და მისი დედა ხშირად ჩადიოდნენ აფხაზეთში და იმასაც ამბობენ, რომ ისინი იყვნენ აგენტები. საქმეში ბევრი კითხვებია. აქედან გამომდინარე გვინდა ბევრის გარკვევა და ამიტომ ვითხოვთ ხელახალ გამოძიებას", - აღნიშნა ელენე ფოჩხუამ.

გიორგი ფოჩხუა ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. ის მიმდინარე წლის 14 აგვისტოს ანაკლიის ზღვაში მოკლული იპოვეს.