loader

ჩემი ზედმეტი აქტიურობა ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს არ მოეწონა - თენგიზ გუნავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩემი ზედმეტი აქტიურობა ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს არ მოეწონა - თენგიზ გუნავა

პოლიციის თადარიგის პოლკოვნიკმა თენგიზ გუნავამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა.

თენგიზ გუნავას თქმით, ახალი ხელისუფლება მას ბაჩო ახალაიასთან მეგობრობის გამო გადაეკიდა.
როგორც გუნავა აცხადებს, მას 2 ტაბელური იარაღი აქვს და არაფერში სჭირდებოდა უკანონოდ ცეცხლსასროლი იარაღის ტარება.

ასევე, მისთვის მიუღებელია ნარკოტიკების მიღება. გუნავას ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, დაკავების დროს სამართალდამცავებმა "ჰეროინი" ამოიღეს, გუნავას კი "მორფინი" დაალევინეს.

გუნავა და მისი ადვოკატი მთავარ პროკურორს აღნიშნული საქმის ობიექტურად გამოძიებას და უკანონო დაკავების მონაწილეების დასჯას სთხოვენ.