loader

ირაკლი ოქრუაშვილი საზღვრის გადმოკვეთისას იქნა დაკავებული - თეა წულუკიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ოქრუაშვილი საზღვრის გადმოკვეთისას იქნა დაკავებული - თეა წულუკიანი

ირაკლი ოქრუაშვილი, როგორც ძებნილი, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას დააკავეს, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. ამჟამად ყოფილი თავდაცვის მინისტრი გლდანის #8 დაწესებულებაში იმყოფება.

მისივე თქმით, ოქრუაშვილის საქართველოსკენ დაძვრის შესახებ გუშინ შეიტყო, როდესაც იგი ბიძასთან ერთად საზღვარს მოუახლოვდა.

"ვუერთდები პოზიციას, რომ ოქრუაშვილი "ნაციონალური ხელისუფლების" მიერ პოლიტიკური ნიშნით დევნილი იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ავტომატურად ყველა სავარაუდო ბრალდებასთან დაკავშირებით უდანაშაულოა. ამას სჭირდება გამოძიება. არსებობს არაერთი სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ორგანიზებასთან დაკავშირებული ბრალდება 2011 წლის მაისის მოვლენების წინ", - აღნიშნა წულუკიანმა.