loader

ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების პირველი კადრები ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების პირველი კადრები ვრცელდება

ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების კადრებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თბილისის და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის აეროპორტის დანაყოფის თანამშრომლებმა დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. იგი სტამბული-თბილისის რეისით საქართველოში ბრუნდებოდა. საპატრულო პოლიციის აეროპორტის დანაყოფის თანამშრომლების მიერ ასევე დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილის თანმხლები პირი, იოსებ გიგუაშვილი. ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე, 332-ე, 338-ე, ხოლო იოსებ გიგუაშვილი დაკავებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე 236-ე 376-ე მუხლებით. ამ დროისათვის ორივე მათგანი გადაყვანილია გლდანის მერვე საპყრობილეში. ირაკლი ოქრუაშვილის და იოსებ გიგუაშვილის მიმართ მოსამართლის მიერ გამოტანილი იყო დადგენილება ძებნის შესახებ" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იხილეთ:

- ორი მიზანი მქონდა: მიშა მოგვეშორებინა და სახლში დავბრუნებულიყავი - ირაკლი ოქრუაშვილი