loader

"ნაბიჯ-ნაბიჯ დავამტკიცებთ ირაკლი ოქრუაშვილის უდანაშაულობას" - ზვიად კორძაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაბიჯ-ნაბიჯ დავამტკიცებთ ირაკლი ოქრუაშვილის უდანაშაულობას" - ზვიად კორძაძე

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე, ირაკლი ოქრუაშვილი მაინც პატიმრობაში დარჩება, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამის მიზეზი არის ოქრუაშვილის მიმართ ერთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით უკვე გამოტანილი განაჩენი, რომლითაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს თავისუფლების 11 წლით აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამასთან, ზვიად კორძაძის თქმით, ოქრუაშვილს საქართველოში სამართლიანი სასამართლოს იმედი ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ გაუჩნდა.

"ბატონი ირაკლის ჩამოსვლის მოტივი არის ის, რომ ერთი მხრივ, არ აპირებს მუდმივად სხვა ქვეყანაში ცხოვრებას, მეორე მხრივ კი ქვეყანაში შექმნილმა ცვლილებებმა სამართლიანი სასამართლოს იმედი გაუჩინა - ირაკლი ოქრუაშვილი აპირებს, დაამტკიცოს თავისი სიმართლე, მათ შორის, საპატიმროდან. რამდენ ხანსაც მოუწევს, იმდენ ხანს იქნება იქ", - აღნიშნა ზვიად კორძაძემ.

ამასთან, ოქრუაშვილის ადვოკატის განმარტებით, ყველა ბრალდებასთან დაკავშირებით არსებობს არგუმენტი, რომლითაც მას თავდაცვის ყოფილი მინისტრის უდანაშაულობის დამტკიცება შეუძლია.
"ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ შევეცდებით ამის დამტკიცებას", - დასძინა ოქრუაშვილის ადვოკატმა.