loader

ადამიანის უფლებათა ცენტრი ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას ითხოვს

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაკავებული ჩეჩენი ლტოლვილი ახმედ ჩატაევი უდანაშაულოა და პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აუცილებელია, ჩატაევს აღმკვეთი ღონისძიება - წინასწარი პატიმრობა შეეცვლოს. მათი განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პროკურატურა არ დათანხმდა ადვოკატების შუამდგომლობას, ჩატაევი გირაოთი გაეშვათ, რის შემდეგაც სასამართლომ ის ისევ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ასევე მოითხოვს, მთავარმა პროკურატურამ დროულად მოახდინოს რეაგირება განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ბრალდება მთლიანად მოწმეების, კერძოდ კი, მესაზღვრეების, გიორგი კერესელიძის, ბადრი ტყემალაძისა და გოგი აივაზაშვილის ცრუ ჩვენებებზეა დამყარებული.

ახმედ ჩატაევი სასჯელაღსრულების გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული. დაკავების შემდეგ მას მარცხენა ფეხი მოკვეთეს.

ავტორი: ლექსო დუჩიძე