loader

შინაპატიმრობიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები შინ ბრუნდებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შინაპატიმრობიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები შინ ბრუნდებიან

ბრაზილიაში მყოფი და შინაპატიმრობიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები საქართველოში ხვალ დილით ჩამოფრინდებიან.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პანამის დროშის ქვეშ მცურავი ბერძნული მშრალტვირთმზიდი "ტომიოს სტავროსი" ბრაზილიელმა სამართალდამცველებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც გემი ბრაზილიის ნავსადგურში შევიდა.

"ბრაზილიაში შინაპატიმრობაში 28 აგვისტოს შემდეგ სამი მეზღვაური იმყოფებოდა: გემის კაპიტანი აკაკი კარანაძე, უფროსი თანაშემწე რევაზ ვარშანიძე და მეზღვაური ბუხუტი ჭანტურია. სამწუხაროდ, გემზე მოხდა აფეთქება და დაიღუპა ორი მეზღვაური - ბათუმელი ზვიად დათუნაშვილი და ფილიპინელი მეზღვაური. ამის გამო გემი შევიდა ბრაზილიის პორტში. სამართალდამცველებმა გემის კაპიტანი და ორი მეზღვაური დააპატიმრეს. ისინი სასტუმროში შინაპატიმრობაში იმყოფებოდნენ", - აღნიშნა მამუკა ახალაძემ.