loader

სხვის პულტზე თითის დაჭერის "ტრადიციას" ახალი უმრავლესობაც აგრძელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სხვის პულტზე თითის დაჭერის "ტრადიციას" ახალი უმრავლესობაც აგრძელებს

ხმის მიცემის პულტებით მანიპულირების "ტრადიცია" მერვე მოწვევის პარლამენტშიც გრძელდება. სხვის პულტზე "თითის დაჭერის საქმე" ახალი უმრავლესობის წევრებმაც აითვისეს.

ქუთაისში, საკანონმდებლო ორგანოში გამართული ერთ-ერთი კენჭისყრის დროს უმრავლესობის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე ხმას თანაგუნდელის ნაცვლად აძლევდა.

ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტის 139-ე მუხლის პირველ პუნქტში ნათქვამია, რომ წევრი ხმას პირადად აძლევს და დაუშვებელია ხმის მიცემის უფლებისა და ხმის მისაცემი ბარათის სხვისთვის გადაცემა. კანონის ამ ნორმის დარღვევისთვის ფინანსური  სანქციაც არის გათვალისწინებული. კერძოდ, რეგლამენტის 286-ე მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად, თუ ერთი დღის განმავლობაში კენჭისყრისა და რეგისტრაციის შედეგების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ პარლამენტის წევრი სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა და მისი სახელით მიღებულია მონაწილეობა კენჭისყრაში, ან რეგისტრაციაში, მას დაუკავდება ხელფასის 20%.

ასევე იხილეთ:

- პეტრე ცისკარიშვილს "პულტზე თითის დამჭერი" ჰყავს?!

- როგორ ერთობიან პარლამენტარები სხდომაზე

- სენსორული განათება ტუალეტში და "დასკოჩილი" აბრები - კურიოზები პარლამენტიდან