loader

ბათუმის აეროპორტის სანავიგაციო კოშკი ფრენის უსაფრთხოების ნორმებს არღვევს - გიორგი კოდუა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმის აეროპორტის სანავიგაციო კოშკი ფრენის უსაფრთხოების ნორმებს არღვევს - გიორგი კოდუა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სანავიგაციო კოშკი ფრენის უსაფრთხოების ნორმებს არღვევს - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კოდუამ და საჰაერო ტრანსპორტში ავარიული პროცედურების, ექსტრაორდინალური სიტუაციების ექსპერტმა ზაზა ჩხაიძემ განაცხადეს.

მათი თქმით, მას შემდეგ, რაც ბათუმის აეროპორტის სანავიგაციო კოშკს დიზაინის შეცვლის გამო რკინის კონსტრუქციები მიამაგრეს, რადიოლოკაციური კავშირი მფრინავებთან ხარვეზებით მყარდება.
გიორგი კოდუას ინფორმაციით, ბოლო პერიოდში უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა სანავიგაციო კოშკსა და თვითმფრინავის ეკიპაჟს შორის კავშირის წყვეტა, რის გამოც ხომალდის მეთაურს საფრენ ბილიკზე თვითმფრინავის დასმა "ბრმად" მოუხდა.

ზაზა ჩხაიძის ინფორმაციით, ასევე დაუშვებელია სანავიგაციო კოშკზე სხვადასხვა ფერის ნათურებისა და რეკლამების განთავსება, რაც ბათუმის სანავიგაციო კოშკზე უხვადაა.
როგორც კოდუა და ჩხაიძე აცხადებენ, ექსპერტების შემადგენლობით კომისია დაუყონებლივ უნდა შეიქმნას, რათა შესწავლილი იყოს ბათუმის აეროპორტში უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტები და სანავიგაციო კოშკს მოეხსნას არქიტექტურული სილამაზისთვის დამაგრებული ლითონის ფირფიტები და სარეკლამო განათებები.