loader

გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის განცხადებებში "დემოკრატიისთვის საგანგაშო სიგნალებს" ხედავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის განცხადებებში "დემოკრატიისთვის საგანგაშო სიგნალებს" ხედავს

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციას ეხმაურება.

გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებში დემოკრატიისთვის საგანგაშო სიგნალებს ხედავს და აცხადებს, რომ მან ამ მხრივ ივანიშვილისგან "კატასტროფული განცხადებები" მოისმინა.

ბოკერიას შეფასებით, ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული დაპატიმრებების მოტივაციას წარმოადგენს არა სამართლიანობისთვის ბრძოლა, კონკრეტულ დანაშაულთა გამოძიება, არამედ ის გარემოება, რომ "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პოლიტიკური ოპოზიცია, არსებობს, ხმას იღებს და ხელისუფლებას აკრიტიკებს.