loader

ადეიშვილმა მითხრა, ან გაგანადგურებ, ან რამიშვილს ფული უნდა მისცეო - კობა ბექაური დუმილს არღვევს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადეიშვილმა მითხრა, ან გაგანადგურებ, ან რამიშვილს ფული უნდა მისცეო - კობა ბექაური დუმილს არღვევს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი და ყოფილი დეპუტატი კობა ბექაური "მაესტროს" ეთერში შალვა რამიშვილის დილის გადაცემაში მივიდა.

როგორც კობა ბექაურმა განაცხადა, გადაცემაში მისვლის მიზეზი არის ის, რომ მას სურს ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას ის ტვირთი, რომელსაც წლებია, ატარებს.

მისი თქმით, როდესაც შალვა რამიშვილის რაიმე მეთოდით შეჩერებაზე დაიწყო საუბარი, ის დაიბარეს დათა ახალაიას კაბინეტში იმისთვის, რომ "ყველაფერი ისე მოეგვარებინათ, როგორც ისინი ეტყოდნენ".

რაც შეეხება 30 ათას ლარს, რომელიც შალვა რამიშვილს ქრთამის სახით შესთავაზეს, ბექაური აცხადებს, რომ ეს თანხა მას არ ჰქონია.

"პირადად ვანომ დაურეკა მესხელს და იმან მოიტანა ეს ფული", - განაცხადა ბექაურმა.

ფარულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით ბექაური იხსენებს, რომ კუდ-ის შენობაში მოუწია მისვლა, სადაც, მისი თქმით, გიგი უგულავა დახვდა და სწორედ მან წაიღო ეს ვიდეომასალა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის როლს ამ საქმეში, ბექაური აცხადებს, რომ მას ყველაზე მეტად უნდოდა რამიშვილის გაჩერება. ბექაური ვარაუდობს, რომ დეტალებს ადეიშვილი მიხეილ სააკაშვილთან ათანხმებდა.