loader

ზუგდიდში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზუგდიდში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ ამოღებულია დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება. წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს განყოფილების ყოფილმა უფროსმა რომა შამათავამ სხვადასხვა დასახელების საბრძოლო მასალა შესანახად მის მოადგილეს სამსახურში მიუტანა და მიუთითა, რომ სარდაფში შეენახა.

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით და სამართალდამცველების მიერ ოპერატიული ღონისძიებების გატარების შედეგად, ზუგდიდში მდებარე შსს კუდ-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს შენობიდან ამოღებულია 4 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და 900 ცალი ტყვიის ვაზნა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღებიდან რეგისტრირებული არც ერთი არ არის.

რომა შამათავა ამ დროისათვის მიმალვაში იმყოფება. საქმეს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით იძიებს.