loader

ტრაგედია კალიფორნიაში - ძაღლის გადარჩენას ოჯახის სამი წევრის სიცოცხლე შეეწირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია კალიფორნიაში - ძაღლის გადარჩენას ოჯახის სამი წევრის სიცოცხლე შეეწირა

კალიფორნიაში მცხოვრები კულჯიანების ოჯახის მცდელობას, საკუთარი ოთხფეხა მეგობარი სიკვდილისაგან გადაერჩინათ, ტრაგიკული დასასრული ჰქონდა. ოჯახი ღრუბლიან დილას სანაპიროზე სეირნობდა, როდესაც მათი ძაღლი "ფრანი" ტალღებში გაუჩინარდა. "ფრანის" გადასარჩენად ჯერ კულჯიანების უფროსმა შვილმა, გრეგორიმ შეცურა, მოგვიანებით კი მას მშობლებიც მიჰყვნენ. ზღვის უეცარი მომძლავრება და 10-ფუტიანი ტალღები მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მშობლების ცხედარი ზღვამ იმ დღესვე გამორიყა, გრეგორის კი ჯერაც ეძებენ, თუმცა მისი გადარჩენის შანსები მიზერულია.

რაც შეეხება ძაღლს, იგი გადარჩა და უკანვე, ნაპირზე გამოცურა. კულჯიანების ოჯახის ტრაგიკული ისტორია სოციალური ქსელ ტვიტერის დღის "ყველაზე ნახვადი" სიახლე გახდა - იგი 1300 ადამიანზე მეტმა გააზიარა. ხოლო პიროვნებას, რომელმაც ეჭვი გამოთქვა, რომ ყველაფერი ეს ძაღლის "მოწყობილი" იყო, განრისხებული მომხმარებლები ცხოველთა დაცვის საზოგადოებაში ჩივილით ემუქრებიან.


www.ap.org