loader

ექსკლუზიური კადრები პანამის არხში მცურავი გემიდან, საიდანაც ქართველი მეზღვაურები ვერ ბრუნდებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსკლუზიური კადრები პანამის არხში მცურავი გემიდან, საიდანაც ქართველი მეზღვაურები ვერ ბრუნდებიან

რა ხდება ნიგერიის დროშის ქვეშ მცურავ გემ "მარია დელ კარმენ 2"-ზე, რომელიც ტექნიკური პრობლემების გამო სამი თვეა, პანამის არხში იმყოფება? "პალიტრა ტვ"-ს ეს ვიდეომასალა ექსკლუზიურად გამოუგზავნა გემზე მყოფმა მეზღვაურმა გიორგი ჯანელიძემ. 

როგორც "პალიტრა ტვ"-სთან გემზე მყოფი მეზღვაურები აცხადებენ, სურსათისა და წყლის ერთი კვირის, ხოლო საწვავის ორი დღის მარაგია დარჩენილი.

ამასთან, ნიგერიელმა გემთმფლობელმა ხომალდის ეკიპაჟის ქართველ წევრებს დანაპირები არ შეუსრულა, რომლის მიხედვითაც, 25 ნოემბრამდე სახელფასო დავალიანება უნდა გაესტუმრებინა.

ნიგერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ეკიპაჟის 16 წევრი იმყოფება. მათგან 12 ქართველი მეზღვაურია. "მარია დელ კარმენ 2" უკვე 3 თვეა, პანამის სანაპიროდან 5 კილომეტრის მოშორებით რეიდზე დგას. გემი 42 წლისაა და სიძველის გამო ამორტიზებულია. ადგილობრივი ხელისუფლება ამის გამო გემს ნაოსნობის უფლებას არ აძლევს.